საიდან ჩარმოიშვა ფრენბურთი და ვინ უწოდა ეს სახელი სპორტის ამ სახეობას?
ფრენბურთის ,,საპასპორტო’’ მონაცემები ცნობილია: თამაში 1895 წელს მოიგონა ამერიკული ქალაქის ჰოლიოკის მკვიდრმა, ფიზიკური აღზრდის მასწავლებელმა უილიამ მორგანმა. მან ახალ თამაშს ,,მინონეტი’’ უწოდა. 1896 წელს ეს თამაში ქალაქს პრიფგფილდში წარადგინეს ახალგაზრდა ქრისტიანთა ასოციაციის კონფერენციაზე. აქ პროფესორ ალფრედ ჰალსტედის ინიციატივით თამაშს ფრენბუთი (volley - მფრინავი) უწოდეს და ეს სახელი თამაშს დღემდე შემორჩა. ნელ-ნელა ახალი თამაში სხვა ამერიკულ ქალაქებშიც გავრცელდა. მალე კი კანადაში და ლათინურ ამერიკაშიც. 1990 წელს ფირმა ,,სპოლდინგმა’’ დაამზადა ფრენბურთის სათმაშო პირველი ბურთი. იმავე წელს დაიწერა ფრენბურთის თამაშის პირველი ოფიციალური წესები.
პირველი მსოფლიო ომის დროს ამერიკის საექსპედიციო ჯარების ჯარისკაცებმა ფრენბურთი ევროპასაც გააცვნეს. თამაშმა მალე პოპულარობა მოიპოვა და სწრაფად გავრცელდა მთელს ევროპაში. 1922 წელს ბრუკლინში პირველი ამერიკული შეჯიბრებაც გაიმართა ფრენბურთში. იმავე წელს შეიქმნა ჩეხოსლოვაკიის ფრენბურთის (და ხელბურთის) ფედერაცია. 20-ან წლებში ასეთივე ფედერაციები შეიქმნა სსრ კავშირში, ბულგარეთში, აშშ-ში, იაპონიაში და სხვაგან.
მოედანი, ბურთი, წესები
ფრენბურთს თამაშობენ 18X9 მ ზომების მოედანზე, რომლის შუაში 243 სმ-ს (იატაკიდან ბადის ზედა კიდემდე) სიმაღლეზე აღმართულია 1მ სიგანის ბადე (ქალებისთის 224 სმ). გუნდში ექვსი მოთმაშეა (მათ შორის ერთი გამთამაშებელი, რომელსაც სხვა ფერის ფორმა აცვია). გუნდებს თითოეულ პარტიაში ექვსი შეცვლის უფლება აქვთ. ბურთის მოწოდებისას მოთამაშეებს გარკვეული პოზიციები უკავიათ და მისი დარღვევა ისჯება. ბურთის მოწოდების მოპოვების შემთხვევაში მოთამაშეები საათის ისრის მიმართულებით გადაადგილდებიან. ბურთს ყოველთვის აწოდებს მოთმაშე რომელსაც ამ დროს მარჯვენა კუთხეში მოუწევს დგომა. ქულა მოპოვებულად ითვლება თუ ის მეტოქის ნახევარში იატაკს შეეხო ან მეტოქის ხელიდან დატოვა მოედანი (ბურთი თამაშიდან გასულად ითვლება თუ მოედნის გარეთ ან იატაკს ან რაიმე სხვა საგანს შეეხო). მატჩი ფრენბურთში სამი პარტიის მოგებამდე გრძელდება. თითოეული მარტია კი 25 ქულამდე (მეხუთე პარტია - 15 ქულამდე). ამავე დროს აუცილებელია მინიმუმ ორქულიანი სხვაობა (ანუ 25-24-ზე თამაში არ მთვარდება და გრძელდება ორქულიანი უპირატესობის მოპოვებამდე). ყოველი პარტიის შემდეგ მეტოქეები მოედნის ნახევრებს ცვლიან. აკრძლულია ბადის მეორე ნახევარში ხელის გადაყოფა, მეტოქესთან ან მოედნის მეორე ნახევართან კონტაქტი, ბადის ვერტიკალური სიბრტყის გადაკვეთა, ბურთთან შეხება წელსქვედა ნაწილით. გუნდებს უფლება აქვთ თითოეულ პარტიაში აიღონ ორი 30 წამიანი წუთშესვენება. გუნდს უფლება აქვს მოწოდებულ ბურთს შეეხოს მხოლოდ სამჯერ, ამასთან მესამე შეხებით ბურთი აუცილებლად მეტოქის ნახევრისკენ უნდა გაიგზავნოს. სათამაშო ბურთი ტყავისგან მზადდება. გარშემოწერილობა 65-67 სმ-ა, ხოლო წონა - 260-280 გრ.
TamaSis wesebiT gaTvaliwinebulia Semdegi Secdomebi, romelTa daSvebis dros mimwodebeli gundi kargavs miwodebas ,xolo mimRebi gundi – qulas:
Ø burTi Seexo moedans;
ი. ნიკოლაიშვილი
Ø burTi Seexo moedans;
Ø erTi gundis moTamaSeebi burTs zedized samze metjer Seexnen;
Ø burTi iyo dayovnebuli
Ø erTidaigive moTamaSe burTs Seexo zedized 2-jer;
Ø moTamaSe gadacda Sua xazs;
Ø burTi mTlianad gadascda bades moednis gareT myof raime sagans, an gaiara badis qveS;
Ø moTamaSe Seexo bades;
Ø gundma burTis mowodebisas daarRvia moedanze moTamaSeTa ganlageba;
Ø mowodebis dros ,Tu moTamaSe Seexo moednis xazs an gadascda mas;
Ø Tu msajis sastvenis micemis Semdeg miwodeba ar Sesrulda 5 wamis ganmavlobaSi;
ი. ნიკოლაიშვილი
No comments:
Post a Comment