მოგახსენებთ, რომ 4 აპრილს ჩატარდა საქართველოს ქალთა ფრენბურთის ჩემპიონატის მეორე ტური, სადაც ჩემმა გუნდმაც მიიგო მონაწილეობა.პირველი ტური დავამთავრეთ წარმატებით, ხოლო მეორე ტურში გვქონდა წარუმატებელი თამაშები, 2 გუნდთან ვერ შევძელით მოგება რაღაც მიზეზის გამო,მაგრამ ჩვენ მაინც გვაქვს იმედი საქართველოს ჩემპიონობის და ვიბრძოლებთ პირველი ადგილისთვის, ხოლო რაც შეეხება ჩემ გუნდს , მე ვიყავი და მითამაშია საქათველოში არსებულ სხვადასხვა გუნდთან ,მაგრამ ამჯერად ვარ ბათუმის გუნდში ,ვარ ლიბერო და ვცდილობთ , ჩვენ გუნდელები , მიუხედავად ძლიერი მოწინააღმდეგეებისა, ერთსულოვნად მოვიპოვოდ გამარჯვება საქართველოს ჩემპიონატზე.
გაგაცნობთ მეორე ტურის თამაშების შედეგებს: - ბათუმი 3:0 თსუ
- თბილისი 3:ბოლნისი
- ბათუმი 3:1ბოლნისი
- თსუ 3:0ქუთაისი
- თბილისი 3:1ბათუმი
- ჯიკო(დიდი ჯიხაიში)3:0ბოლნისი
- ბათუმი 3:0ქუთაისი
დასრულდა მეორე ტურიც და შემდეგ ნახევარფინალში გადავიდნენ შემდეგი გუნდები: ბათუმი , თბილისი , თსუ და ჯიკო. თითოეულმა გუნდმა კარგად ითამაშა და ჯერ არ არის ცნობილი სად ჩატარდება ნახევარფინალი და ფინალი ,მაგრამ იმედი მაქვს,რომ გულშემატკივრები ისევ გააგრძელებენ აქტიურ გულშემატკივრობას . :) .