Sunday, May 22, 2011

ინტერვიუ მწვრთნელთან:







        კითხვა:  რა  უნდა  იცოდეს შეჯიბრის მონაწილემ?


პასუხი :მან უნდა იცოდეს   შეჯიბრების წესები და პირნათლად უნდა ასრულებდეს მას.


     კითხვა: რა  განსხვავებული ნიშნები უნდა  ჰქონდეს მოთამაშეებს?


პასუხი:ყოველ მოთამაშეს უნდა  ჰქონდეს თავისი სამკერდე ნომერი, რომელიც მიკერებული ექნება  ზურგზე.


     კითხვა:  შეიძლება თუ არა მოთამაშემ შეჯბრების მსვლელობის დროს შეიცვალოს  სამკერდე  ნომერი?


პასუხი:არ შეუძლია:  შეჯიბრების დამთავრებამდე ყოველ მოთამაშეს შეუძლია მიიღოს  მონაწილეობა შეჯიბრებაში მხოლოდ  ერთი  და  იმავე  ნომრით.


     კითხვა: შეიძლება  თ  არა  თამაშის დროს  შეიცვალოს  მოთამაშე ?


პას: კ, შეიძლება.


      კითხვა: რამდენი სათადარიგო მოთამაშე  შეიძლება იყოს  გუნდში?


პასუხი:არა უმეტეს  ექვსი.


   კითხვა: შეიძლება თუ არა  ექიმის  ნებართვის გარეშე მოთამაშის  მოედანზე გაყვანა?


პასუხი: რა თქმა უნდა ,არ  შეიძლება.

Sunday, May 15, 2011

პლაჟის ფრენბურთი


პლაჟის ფრენბურთი

პლაჟის ფრენბურთი. სპორტული თამაში 2-2-კაციან გუნდებს შორის ბადით გაყოფილ ქვიშიან მოედანზე. მოთამაშენი ბურთს ერთმანეთს ხელით გადასცემენ და ცდილობენ, ისე გადააგდონ ბადის იქით, მეტოქის მოედანზე, რომ მიწაზე დაეშვას ან მოწინააღმდეგემ დაკარგოს.
ევროპის ჩემპიონატი იმართება 1993 წლიდან; მსოფლიოს ჩემპიონატი _ 1987-იდან; ოლიმპიური თამაშების პროგრამაშია 1996-იდან.

პლაჟის ფრენბურთს 1920-იანი წლებიდან თამაშობდნენ ამერიკისა და ევროპის ქვეყნებში. 1930 წლიდან შეჯიბრებები იმართებოდა საფრანგეთში, ბულგარეთში, ჩეხოსლოვაკიასა და ლატვიაში. გუნდში 3 ან 4 მოთამაშე იყო. 2-კაციანი გუნდების პირველი ოფიციალური ტურნირი 1947 წელს ჩატარდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. იმავე პერიოდში პლაჟის ფრენბურთი ფართოდ გავრცელდა ბრაზილიაში, მოგვიანებით _ არგენტინაში. 1965 წელს აშშ-ში შეიქმნა სპორტის ამ სახეობის მიმდევართა პირველი გაერთიანება _ კალიფორნიის პლაჟის ფრენბურთის ასოციაცია. 1974 წელს სან-დიეგოში (აშშ) გაიმართა პირველი კომერციული ტურნირი, ორი წლის შემდეგ კი ისევ ამერიკაში მოეწყო მსოფლიოს პირველი არაოფიციალური ჩემპიონატი. ადრინდელ შეჯიბრებებში მხოლოდ კაცები გამოდიოდნენ, მოგვიანებით კი პლაჟის ფრენბურთში ქალებიც ჩაებნენ. 1986 წელს ფრენბურთის საერთაშორისო ფედერაციამ ეს თამაში დამოუკიდებელ სახეობად ცნო და ოფიციალური სტატუსი მიანიჭა, 1993 წელს კი სოკმა იგი ოლიმპიურ სახეობად აღიარა.
პლაჟის ფრენბურთის ოლიმპიური დებიუტი მოეწყო1996 წელს, ატლანტაში. კაცების ტურნირი ამერიკელებმა მოიგეს, ქალებისა _ ბრაზილიელებმა. სიდნეიში კაცებში კვლავ ამერიკელებმა იმარჯვეს, ქალებში _ ავსტრალიელებმა.
ფრენბურთის საერთაშორისო ფედერაცია (Federation internationale de Volleyball -FIVB)დაარსდა 1947 წლის 19 აპრილს პარიზში (საფრანგეთი). დამფუძნებელი ქვეყნები: აშშ, ბელგია, ბრაზილია, ეგვიპტე, იტალია, იუგოსლავია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, საფრანგეთი, ურუგვაი, უნგრეთი, ჩეხოსლოვაკია და ჰოლანდია. აერთიანებს 218 ქვეყნის ფედერაციას და 5 კონფედერაციას.
1980-იანი წლების მიწურულს კლასიკურ ფრენბურთში საქართველოს ჩემპიონატის პარალელურად ღია მოედნებზე წყვილთა შეხვედრებსაც აწყობდნენ. ეს იყო პირველი მცდელობა საქართველოში პლაჟის ფრენბურთის განვითარებისა. 1997 წლიდან ამ საქმეს უძღვებოდა პლაჟის ფრენბურთის კავშირი, რომელიც ფრენბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის ედუარდ სანთელაძის თაოსნობით შეიქმნა. კავშირმა 1997-2000 წლებში ბათუმსა და თბილისში ოთხჯერ ჩაატარა საქართველოს ჩემპიონატი. ქალებში ქვეყნის პირველი ჩემპიონები იყვნენ თამარ ლატარია და ანა ბჟეჟინსკაია (ბათუმი), კაცებში _ ირაკლი ჩაჩუა და სულხან ახვლედიანი (თბილისი). იმავე პერიოდში შეიქმნა ბავშვთა ჯგუფები, თბილისში გაიმართა რამდენიმე შეჯიბრება, საქართველოს გუნდები მონაწილეობდნენ თურქეთისა და საბერძნეთის საერთაშორისო ტურნირებში. 2001 წელს ოფიციალური სარეიტინგო მატჩები გამართა თბილისელ ფრენბურთელთა წყვილმა (სულხან ახვლედიანი, ვახტანგ ჩიქოვანი). ბათუმსა და თბილისში მოეწყო პლაჟის ფრენბურთის სპეციალური მოედნები, მაგრამ შემდგომ უსახსრობის გამო სპორტის ამ სახეობის განვითარება შეფერხდა.

Saturday, May 14, 2011

ფრენბურთის მოედანი და ინვენტარი

რენბურთის  მოედნის   მოწყობის  მიზნით უნდა  მოსწორდეს  ის ადგილი,სადაც   ვაპირებთ  ბაზის  მოწყობას, დაიბაროს 5-10სმ  სიღრმით, გაფხვიერდეს  ფოცხით  გაიწმინდოს  ქვებით,შუშით  და  ხის ფესვებისგან. შემდეგ გაფხიერებულ  ზედაპირზე  დაიყაროს 1-2სმ ფენის  ქვიშა  თანაბრად  აირიოს  გაწმენდილ მიწაში.
  ამის  შემდეგ  მოედანი უნდა  მოსწორდეს ,მოირწყას და დაიტკეპნოს. ყოველიმე ამის მერე   აღინიშნება დასახაზი  წერტილები და  იხაზება მოედანი.






ი.ნიკოლაიშვილი

როგორ ხდება გუნდის დაკომპლექტება?

ფრენბურთის გუნდის  შექმნამდე , უპირველეს ყოვლისა,   საჭიროა   გუნდში  გაერთიანების    თითოეულმა მსურველმა   მიიღოს  ექიმის ნებართვა. გათვალისწინებულიც უნდა  იქნეს   გაერთიანების  მსურველთა ასაკიც.


   ფრენბურთის გუნდებს  ყოფენ ასაკის  მიხედვით:


      ა) მოსამზადები  ჯგუფი;( გოგოები და ბიჭები 11-12წ)
      ბ)მოზარდთა  ჯგუფი;

      გ)უმცროსი ასაკის   ჯგუფი ;
     დ)უფროსი ასაკის  კგუფი;
 
                  ბადე ცალკეული ასაკისათვის  იჭიმება სხვადასხვა   სიმაღლეზე .








11-12 weli
  
  13-14 weli
     
        15-16 weli
Ggogoebi da qaliSvilebi


 biWebi da Wabukebi
2m  10 sm


2m 20sm              
2m  20 sm


2m 35sm
2m  24 sm


2m 43sm




  ფრენბურთის  თამაშის   ტექნიკა შედგება შემდეგი ძირითადი  ელემენტებისაგან :


                                                              1)  დგომებ და გადაადგილებები;
                                                               2)გადაცემები;
                                                                3)მიწოდებები;
                                                                 4)ბლოკირება;
                                                                  5)თავდასხმითი დარტყმები.
                                                                                                                                                                  
                                                                                                                        ი.ნიკოლაიშვილი

Thursday, April 14, 2011

საქართველოს ჩემპიონატი

მოგახსენებთ,  რომ 4 აპრილს ჩატარდა  საქართველოს ქალთა ფრენბურთის ჩემპიონატის მეორე ტური,  სადაც  ჩემმა გუნდმაც მიიგო მონაწილეობა.პირველი ტური დავამთავრეთ წარმატებით, ხოლო მეორე ტურში გვქონდა წარუმატებელი თამაშები,  2 გუნდთან ვერ შევძელით მოგება  რაღაც მიზეზის გამო,მაგრამ ჩვენ მაინც გვაქვს იმედი საქართველოს ჩემპიონობის და ვიბრძოლებთ პირველი ადგილისთვის, ხოლო რაც  შეეხება ჩემ გუნდს , მე ვიყავი და მითამაშია საქათველოში არსებულ  სხვადასხვა  გუნდთან ,მაგრამ ამჯერად ვარ ბათუმის გუნდში ,ვარ ლიბერო და  ვცდილობთ , ჩვენ გუნდელები ,  მიუხედავად ძლიერი მოწინააღმდეგეებისა, ერთსულოვნად მოვიპოვოდ გამარჯვება საქართველოს ჩემპიონატზე.
                    გაგაცნობთ მეორე ტურის   თამაშების   შედეგებს:        


  • ბათუმი 3:0 თსუ
  • თბილისი 3:ბოლნისი
  • ბათუმი 3:1ბოლნისი
  • თსუ     3:0ქუთაისი
  • თბილისი 3:1ბათუმი
  • ჯიკო(დიდი ჯიხაიში)3:0ბოლნისი
  • ბათუმი 3:0ქუთაისი   
  •                    
                     
                 დასრულდა მეორე ტურიც და  შემდეგ ნახევარფინალში გადავიდნენ შემდეგი გუნდები:  ბათუმი , თბილისი ,  თსუ  და ჯიკო. თითოეულმა გუნდმა კარგად ითამაშა და ჯერ არ არის ცნობილი სად ჩატარდება ნახევარფინალი და ფინალი ,მაგრამ იმედი მაქვს,რომ გულშემატკივრები ისევ გააგრძელებენ აქტიურ გულშემატკივრობას . :) .


ბათუმის გუნდი






                                 4 აპრილს ჩატარდა მესამე ტური ქალთა ფრენბურთში ბათუმში. თითოეულმა გუნდმა ითამაშა კარგად, მაგრამ აქედან გამოვლინდა საუკეთსო გუნდები:   1.დიდი ჯიხაისი                                      2.თბილისი
         3.ბათუმი

Wednesday, April 13, 2011

ფრენბურთის ისტორია





              საიდან  ჩარმოიშვა ფრენბურთი და ვინ უწოდა  ეს  სახელი    სპორტის ამ სახეობას?


   ფრენბურთის ,,საპასპორტო’’ მონაცემები ცნობილია: თამაში 1895 წელს მოიგონა ამერიკული ქალაქის ჰოლიოკის მკვიდრმა, ფიზიკური აღზრდის მასწავლებელმა უილიამ მორგანმა. მან ახალ თამაშს ,,მინონეტი’’ უწოდა. 1896 წელს ეს თამაში ქალაქს პრიფგფილდში წარადგინეს ახალგაზრდა ქრისტიანთა ასოციაციის კონფერენციაზე. აქ პროფესორ ალფრედ ჰალსტედის ინიციატივით თამაშს ფრენბუთი (volley - მფრინავი) უწოდეს და ეს სახელი თამაშს დღემდე შემორჩა. ნელ-ნელა ახალი თამაში სხვა ამერიკულ ქალაქებშიც გავრცელდა. მალე კი კანადაში და ლათინურ ამერიკაშიც. 1990 წელს ფირმა ,,სპოლდინგმა’’ დაამზადა ფრენბურთის სათმაშო პირველი ბურთი. იმავე წელს დაიწერა ფრენბურთის თამაშის პირველი ოფიციალური წესები.

პირველი მსოფლიო ომის დროს ამერიკის საექსპედიციო ჯარების ჯარისკაცებმა ფრენბურთი ევროპასაც გააცვნეს. თამაშმა მალე პოპულარობა მოიპოვა და სწრაფად გავრცელდა მთელს ევროპაში. 1922 წელს ბრუკლინში პირველი ამერიკული შეჯიბრებაც გაიმართა ფრენბურთში. იმავე წელს შეიქმნა ჩეხოსლოვაკიის ფრენბურთის (და ხელბურთის) ფედერაცია. 20-ან წლებში ასეთივე ფედერაციები შეიქმნა სსრ კავშირშიბულგარეთშიაშშ-ში, იაპონიაში და სხვაგან. 

მოედანი, ბურთი, წესები

ფრენბურთს თამაშობენ 18X9 მ ზომების მოედანზე, რომლის შუაში 243 სმ-ს (იატაკიდან ბადის ზედა კიდემდე) სიმაღლეზე აღმართულია 1მ სიგანის ბადე (ქალებისთის 224 სმ). გუნდში ექვსი მოთმაშეა (მათ შორის ერთი გამთამაშებელი, რომელსაც სხვა ფერის ფორმა აცვია). გუნდებს თითოეულ პარტიაში ექვსი შეცვლის უფლება აქვთ. ბურთის მოწოდებისას მოთამაშეებს გარკვეული პოზიციები უკავიათ და მისი დარღვევა ისჯება. ბურთის მოწოდების მოპოვების შემთხვევაში მოთამაშეები საათის ისრის მიმართულებით გადაადგილდებიან. ბურთს  ყოველთვის აწოდებს მოთმაშე რომელსაც ამ დროს მარჯვენა კუთხეში მოუწევს დგომა. ქულა მოპოვებულად ითვლება თუ ის მეტოქის ნახევარში იატაკს შეეხო ან მეტოქის ხელიდან დატოვა მოედანი (ბურთი თამაშიდან გასულად ითვლება თუ მოედნის გარეთ ან იატაკს ან რაიმე სხვა საგანს შეეხო). მატჩი ფრენბურთში სამი პარტიის მოგებამდე გრძელდება. თითოეული მარტია კი 25 ქულამდე (მეხუთე პარტია - 15 ქულამდე). ამავე დროს აუცილებელია მინიმუმ ორქულიანი სხვაობა (ანუ 25-24-ზე თამაში არ მთვარდება და გრძელდება ორქულიანი უპირატესობის მოპოვებამდე). ყოველი პარტიის შემდეგ მეტოქეები მოედნის ნახევრებს ცვლიან. აკრძლულია ბადის მეორე ნახევარში ხელის გადაყოფა, მეტოქესთან ან მოედნის მეორე ნახევართან კონტაქტი, ბადის ვერტიკალური სიბრტყის გადაკვეთა, ბურთთან შეხება წელსქვედა ნაწილით. გუნდებს უფლება აქვთ თითოეულ პარტიაში აიღონ ორი 30 წამიანი წუთშესვენება. გუნდს უფლება აქვს მოწოდებულ ბურთს შეეხოს მხოლოდ სამჯერ, ამასთან მესამე შეხებით ბურთი აუცილებლად მეტოქის ნახევრისკენ უნდა გაიგზავნოს. სათამაშო ბურთი ტყავისგან მზადდება. გარშემოწერილობა 65-67 სმ-ა, ხოლო წონა - 260-280 გრ.
    wikipedia    


              TamaSis wesebiT   gaTvaliwinebulia  Semdegi  Secdomebi,  romelTa daSvebis  dros mimwodebeli gundi  kargavs miwodebas ,xolo mimRebi gundi – qulas:
    
 Ø  burTi Seexo  moedans;
Ø           erTi gundis moTamaSeebi burTs zedized samze metjer Seexnen; 
Ø  burTi  iyo dayovnebuli
Ø  erTidaigive moTamaSe burTs Seexo  zedized 2-jer;
Ø  moTamaSe gadacda Sua xazs;

Ø  burTi  mTlianad gadascda bades moednis gareT  myof raime sagans, an gaiara badis qveS;
Ø  moTamaSe Seexo bades;
Ø  gundma burTis mowodebisas daarRvia moedanze moTamaSeTa ganlageba;
Ø  mowodebis dros ,Tu  moTamaSe Seexo moednis xazs an gadascda mas;
Ø  Tu msajis sastvenis micemis Semdeg miwodeba  ar Sesrulda  5 wamis ganmavlobaSi;

                                         
  ი. ნიკოლაიშვილი

Tuesday, April 12, 2011

ფრენბურთი

         რა არის ფრენბურთი და არის თუ არა დღესდღეობით  განვითარებული სპორტის ეს  სახეობა?





       ფრენბურთი არის ერთ-ერთი ულამაზესი სპორტის სახეობა.


   •იმისათვის, რათა უკეთ გავიგოთ, თუ რით არის ფრენბურთი საინტერესო, აუცილებელია მასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მოძიება. მაგალითად საინტერესოა ის ფაქტი, რომ ფრენბურთი ერთგვარი მშვიდობის სიმბოლოა, რადგან 1979 წელს იგი მექსიკელთა და ამერიკელთა დამეგობრების მიზეზი გახდა.

   •ჩემი აზრით საერთოდ სპორტი, უნდა იყოს ადამიანის ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი. ეს არის სასარგებლო ჯანმრთელობისთვის და ამასთანავე, გვეხმარება კარგი ფორმის შენარჩუნებაში.

 მე ეს თემა ავირჩიე იმიტომ,რომ  საქართველოში ფრენბურთ არაა        განვითარებული. მას არ აქცევენ ყურადღებას და საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 80%-მა პროცენტმა არ იცის ამ სპორტის შესახებ არაფერი. ამ ვებ-გვერდის დახმარებით, მე შევძლებ გავხადო ფრენბურთი უფრო პოპულარული ვიდრე იგი დღეს არის და მცირე წვლილი შევიტანო მის განვითარებაში.


       საქართველოში   არსებობს სპორტის ეს სახეობა , მაგრამ  სამწუხაროდ  არ არის   ისეთ მაღალ დონეზე განვითარებული ,როგორიც ფეხბურთი,რაგბი,ძიუდო და სხვა  .   თუმცა   საქართველოს  ჰყავს  ქალთა და ვაჯთა ეროვნული ნაკრები,მაგრამ ფინანსების არ  ქონის გამო, ხშირად ვერ ახერხებენ    სხვადასხვა      ტურნირებში    მონაცილეობას,რაც ახერხებს ფრენბურთის განვითარებას    საქართველოში.