Sunday, May 22, 2011

ინტერვიუ მწვრთნელთან:







        კითხვა:  რა  უნდა  იცოდეს შეჯიბრის მონაწილემ?


პასუხი :მან უნდა იცოდეს   შეჯიბრების წესები და პირნათლად უნდა ასრულებდეს მას.


     კითხვა: რა  განსხვავებული ნიშნები უნდა  ჰქონდეს მოთამაშეებს?


პასუხი:ყოველ მოთამაშეს უნდა  ჰქონდეს თავისი სამკერდე ნომერი, რომელიც მიკერებული ექნება  ზურგზე.


     კითხვა:  შეიძლება თუ არა მოთამაშემ შეჯბრების მსვლელობის დროს შეიცვალოს  სამკერდე  ნომერი?


პასუხი:არ შეუძლია:  შეჯიბრების დამთავრებამდე ყოველ მოთამაშეს შეუძლია მიიღოს  მონაწილეობა შეჯიბრებაში მხოლოდ  ერთი  და  იმავე  ნომრით.


     კითხვა: შეიძლება  თ  არა  თამაშის დროს  შეიცვალოს  მოთამაშე ?


პას: კ, შეიძლება.


      კითხვა: რამდენი სათადარიგო მოთამაშე  შეიძლება იყოს  გუნდში?


პასუხი:არა უმეტეს  ექვსი.


   კითხვა: შეიძლება თუ არა  ექიმის  ნებართვის გარეშე მოთამაშის  მოედანზე გაყვანა?


პასუხი: რა თქმა უნდა ,არ  შეიძლება.

Sunday, May 15, 2011

პლაჟის ფრენბურთი


პლაჟის ფრენბურთი

პლაჟის ფრენბურთი. სპორტული თამაში 2-2-კაციან გუნდებს შორის ბადით გაყოფილ ქვიშიან მოედანზე. მოთამაშენი ბურთს ერთმანეთს ხელით გადასცემენ და ცდილობენ, ისე გადააგდონ ბადის იქით, მეტოქის მოედანზე, რომ მიწაზე დაეშვას ან მოწინააღმდეგემ დაკარგოს.
ევროპის ჩემპიონატი იმართება 1993 წლიდან; მსოფლიოს ჩემპიონატი _ 1987-იდან; ოლიმპიური თამაშების პროგრამაშია 1996-იდან.

პლაჟის ფრენბურთს 1920-იანი წლებიდან თამაშობდნენ ამერიკისა და ევროპის ქვეყნებში. 1930 წლიდან შეჯიბრებები იმართებოდა საფრანგეთში, ბულგარეთში, ჩეხოსლოვაკიასა და ლატვიაში. გუნდში 3 ან 4 მოთამაშე იყო. 2-კაციანი გუნდების პირველი ოფიციალური ტურნირი 1947 წელს ჩატარდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. იმავე პერიოდში პლაჟის ფრენბურთი ფართოდ გავრცელდა ბრაზილიაში, მოგვიანებით _ არგენტინაში. 1965 წელს აშშ-ში შეიქმნა სპორტის ამ სახეობის მიმდევართა პირველი გაერთიანება _ კალიფორნიის პლაჟის ფრენბურთის ასოციაცია. 1974 წელს სან-დიეგოში (აშშ) გაიმართა პირველი კომერციული ტურნირი, ორი წლის შემდეგ კი ისევ ამერიკაში მოეწყო მსოფლიოს პირველი არაოფიციალური ჩემპიონატი. ადრინდელ შეჯიბრებებში მხოლოდ კაცები გამოდიოდნენ, მოგვიანებით კი პლაჟის ფრენბურთში ქალებიც ჩაებნენ. 1986 წელს ფრენბურთის საერთაშორისო ფედერაციამ ეს თამაში დამოუკიდებელ სახეობად ცნო და ოფიციალური სტატუსი მიანიჭა, 1993 წელს კი სოკმა იგი ოლიმპიურ სახეობად აღიარა.
პლაჟის ფრენბურთის ოლიმპიური დებიუტი მოეწყო1996 წელს, ატლანტაში. კაცების ტურნირი ამერიკელებმა მოიგეს, ქალებისა _ ბრაზილიელებმა. სიდნეიში კაცებში კვლავ ამერიკელებმა იმარჯვეს, ქალებში _ ავსტრალიელებმა.
ფრენბურთის საერთაშორისო ფედერაცია (Federation internationale de Volleyball -FIVB)დაარსდა 1947 წლის 19 აპრილს პარიზში (საფრანგეთი). დამფუძნებელი ქვეყნები: აშშ, ბელგია, ბრაზილია, ეგვიპტე, იტალია, იუგოსლავია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, საფრანგეთი, ურუგვაი, უნგრეთი, ჩეხოსლოვაკია და ჰოლანდია. აერთიანებს 218 ქვეყნის ფედერაციას და 5 კონფედერაციას.
1980-იანი წლების მიწურულს კლასიკურ ფრენბურთში საქართველოს ჩემპიონატის პარალელურად ღია მოედნებზე წყვილთა შეხვედრებსაც აწყობდნენ. ეს იყო პირველი მცდელობა საქართველოში პლაჟის ფრენბურთის განვითარებისა. 1997 წლიდან ამ საქმეს უძღვებოდა პლაჟის ფრენბურთის კავშირი, რომელიც ფრენბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის ედუარდ სანთელაძის თაოსნობით შეიქმნა. კავშირმა 1997-2000 წლებში ბათუმსა და თბილისში ოთხჯერ ჩაატარა საქართველოს ჩემპიონატი. ქალებში ქვეყნის პირველი ჩემპიონები იყვნენ თამარ ლატარია და ანა ბჟეჟინსკაია (ბათუმი), კაცებში _ ირაკლი ჩაჩუა და სულხან ახვლედიანი (თბილისი). იმავე პერიოდში შეიქმნა ბავშვთა ჯგუფები, თბილისში გაიმართა რამდენიმე შეჯიბრება, საქართველოს გუნდები მონაწილეობდნენ თურქეთისა და საბერძნეთის საერთაშორისო ტურნირებში. 2001 წელს ოფიციალური სარეიტინგო მატჩები გამართა თბილისელ ფრენბურთელთა წყვილმა (სულხან ახვლედიანი, ვახტანგ ჩიქოვანი). ბათუმსა და თბილისში მოეწყო პლაჟის ფრენბურთის სპეციალური მოედნები, მაგრამ შემდგომ უსახსრობის გამო სპორტის ამ სახეობის განვითარება შეფერხდა.

Saturday, May 14, 2011

ფრენბურთის მოედანი და ინვენტარი

რენბურთის  მოედნის   მოწყობის  მიზნით უნდა  მოსწორდეს  ის ადგილი,სადაც   ვაპირებთ  ბაზის  მოწყობას, დაიბაროს 5-10სმ  სიღრმით, გაფხვიერდეს  ფოცხით  გაიწმინდოს  ქვებით,შუშით  და  ხის ფესვებისგან. შემდეგ გაფხიერებულ  ზედაპირზე  დაიყაროს 1-2სმ ფენის  ქვიშა  თანაბრად  აირიოს  გაწმენდილ მიწაში.
  ამის  შემდეგ  მოედანი უნდა  მოსწორდეს ,მოირწყას და დაიტკეპნოს. ყოველიმე ამის მერე   აღინიშნება დასახაზი  წერტილები და  იხაზება მოედანი.






ი.ნიკოლაიშვილი

როგორ ხდება გუნდის დაკომპლექტება?

ფრენბურთის გუნდის  შექმნამდე , უპირველეს ყოვლისა,   საჭიროა   გუნდში  გაერთიანების    თითოეულმა მსურველმა   მიიღოს  ექიმის ნებართვა. გათვალისწინებულიც უნდა  იქნეს   გაერთიანების  მსურველთა ასაკიც.


   ფრენბურთის გუნდებს  ყოფენ ასაკის  მიხედვით:


      ა) მოსამზადები  ჯგუფი;( გოგოები და ბიჭები 11-12წ)
      ბ)მოზარდთა  ჯგუფი;

      გ)უმცროსი ასაკის   ჯგუფი ;
     დ)უფროსი ასაკის  კგუფი;
 
                  ბადე ცალკეული ასაკისათვის  იჭიმება სხვადასხვა   სიმაღლეზე .








11-12 weli
  
  13-14 weli
     
        15-16 weli
Ggogoebi da qaliSvilebi


 biWebi da Wabukebi
2m  10 sm


2m 20sm              
2m  20 sm


2m 35sm
2m  24 sm


2m 43sm




  ფრენბურთის  თამაშის   ტექნიკა შედგება შემდეგი ძირითადი  ელემენტებისაგან :


                                                              1)  დგომებ და გადაადგილებები;
                                                               2)გადაცემები;
                                                                3)მიწოდებები;
                                                                 4)ბლოკირება;
                                                                  5)თავდასხმითი დარტყმები.
                                                                                                                                                                  
                                                                                                                        ი.ნიკოლაიშვილი